•გელათისათჳს
• ამ მთის ჩრდილოს
კერძოდ და წყალწითელას აღმოსავლეთით, გორის კალთას, არს ეკლესია ყოვლად წმიდის
ღვთისმშობლისა, დიდშუენიერი, დიდნაგები და ქმნული შიგნით სოფიის კენჭითა,
გუმბათიანი, კეთილ-შუენიერს ადგილსა.
• აღაშენა
აღმაშენებელმან დავით მეფემან და უწოდა სასუფეველს გენაათი, და აწ უწოდებენ
გელათს. აქა არს ყოვლად წმიდის ხატი ხახულის ღვთისმშობელი, ლუკა მახარებლის
დახატული, ყოვლად წმიდის ძითვე,და შემკული ძჳრფასითა ქვებითა აღმაშენებლისა და
თამარ მეფისათი.
•აქავ არს ვარძიის
ჯუარი, შემკული, დიდ ფრიად. და არიან ხატნი და ჯუარნი ოქრო-ვეცხლითა და ქვითა
შემკულნი ძუელითვე მრავალნი, და ეკლესია შემკული ყოვლითა საეკლესიო წესითა.
ჰკიდავს ზღუდის კარი ბჭესა მისსა, რკინისა, აღმაშენებლის მოტანილი დარუბანდიდამ.
და ეკლესიის ბჭეს ჰკიდავს კარი მთლად ერთის ვაზისაგან გამოთლილი, უცხოსა
ჴელოვნებით ქანდაკებული.
•ამას შინა დაფლულ
არიან აღმაშენებელი, გიორგი, თამარ, ლაშა, რუსუდან, დავით, დავით და სხუანიცა, და
აწინდელი მეფენი შემდგომად განაყოფისა იფლვიან იმერთანი. პირველად იყო მონასტერი,
შემდგომად ჰყო ბაგრატ საეპისკოპოსოდ. ამას მისცა სამწყსოდ არგუეთის ნახევარი და ოკრიბა,
ქუთათლის სამწყსონი.
•კუალად
არს გელათის პირისპირ, აღმოსავლეთად, მონასტერი გუმბათიანი, დიდშენი, სოხასტერად
ჴმობილი. უზის წინამძღუარი.
გელათის სამჴრით, აქავ მთაში, არს ქუაბნი,
გამოკუეთილნი კლდესა შინა, მრავალნი, განშორებულთათჳს, და აწ ცარიელ არს.
გელათის
ზეით წყალწითელას მოერთვის, ყურსებს, საწირის წყალი. ეს გამოსდის ნაქერალას მთას
და მოდის ჩრდილოთ-აღმოსავლეთს შუა.
,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა''
No comments:
Post a Comment